0

***(მეშინია არ დასრულდეს რაღაც დიდი,დიდი...)


მეშინია არ დასრულდეს რაღაც დიდი,დიდი,
სიყვარულის,აღტაცების,მოლოდინის,ფიქრის...
რიდი მიპყრობს აწმყო დროში_რიდი,დიდი რიდი,
მირჩევნია დავიმარხო მომავალის შიშით,
ვიდრე ჩამსვან სამარეში ცოცხალ-მკვდარი ლეში...
არ ვინატრებ სხვას არაფერს,ერთს ვნატრობ ჩემს დღეში:
არ დასრულდეს რაღაც დიდი,დიდი,ძალზე დიდი,
სიყვარულის,აღტაცების,მოლოდინის,ფიქრის!..
კომენტარები (0)