0

მშობელი მიწა მომეფერება


მინდვრად გაიშლის ენძელა კალთებს
და არე-მარეს მისხალ დაათრობს,
სამშობლოს,ცივად შერჩენილ,ფიქრებს 
გულში გრძნობების სხივი გაათბობს...

მზედ გავიჭრები ველებს მოლიანს,
გზად ჩემს სიყვარულს გადავუკონებ!
მშობელი მიწის კალთებს დავკოცნი,
ერთ გოჯს და მტკაველს არ დავუტოვებ!

აკვანს გამიშლის სერი და მდელო,
მთებს ცქერით ყელი მოეღერება...
ალერსს ვაჩუქებ საყვარელ მამულს-
მშობელი მიწა მომეფერება...
კომენტარები (0)