გიორგი გობეჯიშვილი
პოეტი
***(ვაი,როგორ ჩუმად ღელავს ზღვა...)
ვაი,როგორ ჩუმად ღელავს ზღვა, უი,როგორ ჩუმად კვნესის ლელი, ის ბუნება:კორდი,ღელე,მთა_ გამიხადა ღმერთმა სანატრელი_: რომ ჭექდა და რომ ბედავდა ცას, შესწვდენოდა ლაჟვარდფერი ხმებით, დაჩოქილი_უღიმოდა ავს, გასაჭირში_მამაცური თმენით! რომ მინდოდეს,რომ მიჯობდეს მთლად ავამღერო ტირიფი და რთხმელი, ზღვა არ მაძლევს ზღვა არ მართმევს ბანს, რად ვივარგებთ ნაკუწ-ნაკუწ ლხენით?! რად დამცხრალხარ,ნატვრისთვალო,რად, კაცის ჭიამ გაგიძარცვა მხრები, მონაგარმა ცოდვა დაგდვა ცხრა, თუ არაგვმა დაგიჟანგა ხერგი?!. არა,გული,ვერ გაუძლებს,მკლავს... ის მთა-ბარი მენატრები ძველი! გევედრები,გამიბრწყინე,ღმერთო, როგორც ხატი-საფიცარი შენი!..
კომენტარები (0)