0

რუბინი!რუბინი!შენ!


საქართველოის ლომებო,
ბნელსაც რომ ნათელს ჰფენთ...
შინდისის ხმლების ამლესნო,
რუბინი!რუბინი!თქვენ!

შემოსილებო ძაძებით,
მტერს შიშის ზარსა სცემთ...
იბერიელთა დედებო.
რუბინი!რუბინი!თქვენ!

სულგანაბულო მგოსანო,
მითხარ,დღეს ვისზე სწერ?
კალმით დამხვედრნო მომხდურთა,
რუბინი!რუბინი!თქვენ!

ფიქრამღვრეულო მამულო,
ხორშაკი გითბობს მხრებს...
ჩემი სამშობლოს მთა-ბარო,
რუბინი!რუბინი!შენ!..

(რუბინი_თვალი პატიოსანი
 ხორშაკი_თბილი ქარი)
კომენტარები (0)