0

ავაშენოთ,ჭიანჭველავ!


საქართველოს ავის თვალი ატყვია,
უმოწყალოდ უნგრევიათ ტაძრები...
ავაშენოთ,ჭიანჭველავ,ახლიდან!
არ შევშინდეთ,ვერას გვავნებს ყალნები.
უმოწყალოდ უნგრევიათ ტაძრები...

,,ბელტს აბრუნებს ეს ნიკორა ხარია",
ქართველთ ისევ აულესავთ ხმალები...
ავაშენოთ,ჭიანჭველავ,კარგია!
კვლავ დავლეწოთ მტერთა ურცხვი ფარები.
ქართველთ ისევ აულესავთ ხმალები!!!
...
ო,რა მიწის შვილობილი გამხადე...
მარად მასზე ფიქრში კვდება ავბედი,
უნისლოა მომავალი დიდება!..
ავაშენოთ,ჭიანჭველავ,ქართველი!!!

(ყალნები_ყალანი:ბეგარა,გადასახადი)
კომენტარები (0)