0

არ ვიცი როგორ ამოვთქვა


დღემდის სულდგმულობს ვარძიის ქარი,
,,შენ ხარ ვენახსა" მღერიან კვლავაც...
არ დაეშვება მამული ჩემი,
არ დანებდება დავითის კვალად!...

ხოტბით შევამკოთ წარსულის ნაშთი,
ალავერდ ვიყოთ დიდ გორგასალთან,
შევაქოთ ჩვენი ძირძველ კულტურა,
ამ ჭიქით ავსწვდეთ ღირსეულთ ბანთან!

ყოველთვის,როცა ვახსენებთ ვაზსა,
ჩვენ გვახსენდება სამშობლო ჩვენი...
ღმერთმა ნუ ქნას,რომ იტიროს ვაზმა!
ღმერთმა ნუ ქნას,რომ გაგვიწყრეს ღმერთი!
...
თუ ეს სიტყვები ფუჭია შენთვის,
თუ ჩემი გრძნობა ვერ გადმოგეცი
(ანდა მოვძებნი სიტყვებს მე მისთვის?!)_
სალაპარაკო აღარ მაქვს მეტი...

მამულო ჩემო,მე ამას გეტყვი
და სიყვარულში გამოგიტყდები
(მანამდე მინდა გისურვო ერთი,
ვიცი,რომ კვლავაც აღორძინდები): 
არ ვიცი როგორ ამოვთქვა 
გულიდან ჩემი სათქმელი...
იცოდე,დედა სამშობლოვ,
რომ მე შენ სულ მეყვარები!..
კომენტარები (0)