0

თეთრი ქალწული


რაჭის გზაზე სამოთხეა იდუმალი,
ფრთების რხევა,ანგელოსთა,ისმის ჩუმად...
თეთრი მთები,როგორც თეთრი წვერი ზეცის,
სითბოსა და დიდ სიყვარულს გასცემს უხვად...

ბრძენ მუხნარებს სიბრძნის კვალი დასტყობიათ
და ჭაღარით შემოსილან კვლავ ისინი...
მათ მოსმენას,აბა მითხარ,რა სჯობია_
ტყის სიმღერა და ბილიკის ქვითინი...

ვებერთელა,თავმომწონე მთები,
ჩასცქერიან შაორის ტბას,როგორც სარკეს...
ისახება ზეციური გზა სამოთხის,
თეთრ ქალწულად გვეხატება მათი სახე!
კომენტარები (0)