გიორგი გობეჯიშვილი
პოეტი
ეს ბუნება ჩემია
ყელს იღერებს ღაბუა, სალამს გვეტყვის სოსანი, და ბუნებას მალულად ესტუმრება მგოსანი... დელი-დელა-დელია, ეს მთა-ველი ჩემია, ირგვლივ რაც რომ მწვანეა სულ წალკოტ-ედემია... მზე ცის თაღზე ამოვა, მწვანეთ ამცნობს დილას, ჭირხლი თვალს ჭრის მალულად ტოროლას და სკვინჩას... რუ ტკბილ ზღაპარს გვიმღერებს, სიო მისი ბანია, ირგვლივ რაც მწვანე არის სულ ჩემი მთა-ბარია! (ჭირხლი_მცენარეებზე და სხვა საგნებზე წიწვივით შეყინული ორთქლი)
კომენტარები (0)