0

***(ნაზი მიმოზები...)


,,ყვითლად ელვარებენ ნაზი მიმოზები",
მგონი,გამამხელენ,მზისა დარები...
შენი სიყვარულით კვლავაც ვიტოტები,
სხვას ვეღარ ამჩნევენ ჩემი თვალები...

კბოდეთ ჩამოღვრილა სუსხი ალიონი,
მზეს ეგებებიან ჩიორა ჩიტები,
კვლავაც ელვარებენ ნაზი მიმოზები,
შენთვის მომიქარგავს ფერადი ჩითები...

(კბოდე_მიუდგომელი კლდოვანი ნაპირი ზღვისა, მდინარისა;
ჩითი_ ბამბის თხელი, სახეებიანი ქსოვილი).
კომენტარები (0)