0

აკაკი წერეთლის ეპიტაფია


მშობლიური კარ-მიდამო
სხვიტორს შიგან მქონებია,
ყმაწვილობა კი,ძიძასთან,
სავანეს გამიტარებია...

სამშობლოს შვილი არ ვიყავ
,,მწვადით,ღვინით და ქალებით",
არ შევუშინდი,მტრის წინა,
ცენზურას ენის ყალნებით...

მეწოდა,მაგრამ იარა
ვერაფრით ვერ მოვარჩინე...
,,დიდსა კაცობას'' სამშობლოს
,,შუა კაცობა'' ვარჩიე...

,,გარემოების საყვირი''
ხან ვსაუბრობდი ღმერთთანა,
უფლის სიტყვები,ღვთიური,
კალმით მომქონდა თქვენთანა...

,,მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი,
გაახარებს ვისმე განა?"
მგონი,განვვლე გზები სწორად-
შევასრულე ამოცანა...
კომენტარები (0)