0

საბრალოა შემოქმედის სული


საბრალოა შემოქმედის სული,
მისცემია საუკუნო ტანჯვას...
ვულკანივით ამოფრქვეულს ქვეყნად,
უთქმელსა და დროის კალმით ნახატს_
დრო ვერ ბედავს გაუჩინოს ბზარი
შემოქმედის დიდი სულის ტანჯვას...
არ არსებობს სიძლიერე ქვეყნად,
რომ შესწევდეს შემოქმედის ძალა!
...
ანთებული შორს,სიბნელის ზღვაში,
მუდამ ბორგავს მოელვარე გული...
დიდებულ არს საუკუნო ვალი,
საბრალოა შემოქმედის სული!..
კომენტარები (0)