0

***(„მახვილს თუ ილესავს ავგული...“)


ამდენი ღალატით
გაგეხსნა ჭრილობა...
სისხლი ავსებდა ფიალებს...
დავითის სახელზე,
თამარის მადლზე:
იშუშებ მაგ სულის იარებს...
ვერ მნათობს შენი მზე,ვით უწინ:
ამდენი ავხორცი ტრიალებს...
„მახვილს თუ ილესავ ავგული,
მოვა და...კვლავ გაატიალებ“!
კომენტარები (0)