გიორგი გობეჯიშვილი
პოეტი
იდინე მტკვარო
(ვუძღვნი თინათინ მღვდლიაშვილს) იძგერე გულო,საქართველოსავ_ მთათა და ბართა... იდინე მტკვარო,სისხლო ქვეყნისა_ მარად და მარად... იბრწყინე მზეო,საზრდოვ სიცოცხლის, ჭალად და ყანად... ილოცე ჩვენთვის,დედავ ყოვლისა_ ვაზთა და კაცთა... დისკო მშვენების,გოროზ მთათა: უშბა და შხარა... შენი დიდების ავგაროზია გოგნი და ზარზმა... მიდი გაჰყელე,გარდი-გარდმო გუთანო ჩქარა, მიწას არ დავთმობ,სულს არ გავყიდი_ არა და არა! ... კვლავ ,,...მოირწევა საქართველოს ჭირისუფალი", იდინე მტკვარო,სისხლო ქვეყნისა_მარად და მარად!..
კომენტარები (0)