0

საქართველო


ფიანდაზად დაგებული ეს ველები,
ცაში,მაღლა აწვდენილი მთები,
დიდი უფლის სადიდებლად აგებული
ეკლესია-მონასტრები ძველი...

ნაკრძალები,ჩანჩქერები შლეგი,
სილაღობე შენი-ყოვლის მთქმელი...
სიყვარული მარადჟამ და წრფელი,
სიკეთის ხარ შენ ტაძალი ქველი!..

ედემი ხარ ორ ზღვას შუა ერთი,
აკვანი ხარ შენ რუსთველის გენის...
დუშმანი ვერ მოგრევია ბევრი,
ფენიქსივით შენ ხარ ძველისძველი...

მაისობის ვარდი ხარ და ვტკბებით,
სილამაზით შენით-აღუწერლით;
სათნოების მირონცხებულ გრდემლი
და სამოთხის კარიბჭე ხარ ძველი!..
კომენტარები (0)