0

ამას გევედრები ღმერთო(ლოცვა საქართველოს)


მამაო ჩვენო...გულებსა ხარ ჩვენსა შინა;
იყავი მარად,რომ შენ გწიროთ სიცოცხლე ჩვენი...
უებარ ჟამთა აღგვიდგინე მონატრება ყოვლად წმინდამ
და სამუდამოდ დაგვიფარე ჩვენ,საღვთო ერი...

გააქრე ჭირი,ვითა ჟუჟღი ბოროტებისა,
ბიდახი მუდამ სავსე იყოს წითელი ღვინით,
ნუღარ იქნება ორთითები დაჟნგებისა,
ნოქვი შეცვალე სათნოების წმინდა ბილიკით...

გვიბოძე სიბრძნე და შიში შენი,
გვედრებდეთ ერთსა:წმინდა კალთა სულ ზედ გვეფინოს;
სიყვარულ შენი,მუდამ და მარად,ვით თერისტირი,
გვიცავდეს ჩვენ და გვესხას ერთად,სამარადისოდ!
ამინ!
ამინ!
ამინ!
კომენტარები (0)