0

ჩემი თბილისი


გული ცას ედრის სიდიდით,
სული ვარსკვლავთა ძნას,
ყოველთვის,როცა გავიგებ
ჩემი თბილისის ხმას...

მეტეხთან კრძალვით ჩავივლი,
ნაღველს გავატან მტკვარს...
მთაწმინდას შორით გავყურებ
ლოცვით გადვიწერ ჯვარს...

ავლაბარს მივესალმები,
კრძალვით დავუხრი თავს;
ვხედავ თბილისის ბანზე
ანდამატისფერ ცას!
...
რამდენ გასაჭირს გაუძლო,
რამდენ იარას ვინ იცის?!
და მაინც ლოცვად ქცეულა
ჩემი ჭაღარა თბილისი!..
კომენტარები (0)