0

თუ ჩემს სამშობლოს გაუჭირდება


მე სიყვარულის ნაყოფი ვარ,აქ დავიბადე,
ამ წმინდა მიწის შემტყობია ფერი და ხორცი...
თუ სხვაგან დაველ სული ჩემი ღმერთთან ნავედრი,
დაე,იქ მოვკვდე,მოვკვდე,მაგრამ კვნესით და ოხვრით...

მე აქ გავხსენი პირველად ბაგე-აქ დავდუმდები,
სულ აქ ვისწავლე დამხობილმა ფეხზე ადგომა,
აქ დამიღამდა თუნდ სინათლე მწყუროდა მაშინ,
აქ მაზიარეს დღეს სასწაულს,ქრისტეს აღდგომას!..

აქაურობა მისურვია განსასვენებლად,
ამ ცისქვეშეთში მინდა ჩემზე ცრემლი დაღვარონ...
თუ ჩემს სამშობლოს წამითაც კი გაუჭირდება,
სიცოცხლეს გავცემ გულუბრყვილოდ და უანგაროდ!!!
კომენტარები (0)