0

დემო.გე-ზე ასატვირთი


დროა ჩემმა შვილმა დროში იმოგზაუროს,
მესიჯებს ვაგზავნი მომავალში.
ერთხელ წავიკითხე ტვინის ტალღების აღმოჩენის შესახებ.
ბანალური ტექსტებით მიმოწერა, კლიშეებით სავსე ფილმს გავს,
ზოგთან ამართლებს, ზოგს აღიზიანებს,
ჩემი მიმოწერა სამეცნიერო ფანტასტიკაა,
მჯერა ყველა მოქმედება სადღაც იწერება,
იქნება სადმე სამყაროს მეგა სერვერი.
ნაგავში მოვისროლე ყველა ნეგატივი.
ლოცვა ყველაზე კარგი clean master-ია.
გუშინ მე და დევიდ ბოუი დავმეგობრდით,
სამი წელია მინდოდა მასთან შეხვედრა.
არის სიმღერები უსმენ და საკუთარ ტკივილს პოულობ,
უსმენ და გრძნობ როგორი ლამაზია ეს ტკივილი...
კომენტარები (1)

პაატა აბაშიძე ადამიანი - 11.03.2020

კარგია გიო!