0

ალბერტ


ბავშვობაში უფრო თამამები ვიყავით ალბერტ,
როცა მიგდებულ შენობაში პლანს ვაბოლებდით,
წყალს ვაყოლებდით სახლის ჭაჭას და ვსვამდით ხარბად,
ცვიოდა მერე თვალებიდან ცრემლად ბროლები.

ბავშვობაში უფრო ლამაზები ვიყავით, ალბათ,
გოგოებს თმებს რომ ვაწეწავდით, იყო გნიასი
კლასი კლასზე რომ დავაყრიდით ხომ გახსოვს ალბერტ,
თან, არაფერი არ რჩებოდა გასაიასნი.

სახურავზე რომ ავდიოდით ოცი სართულის
სიმაღლის შიშიც არ გვქონია მაშინ თუ გახსოვს,
ამ სიმაღლეზე, სიმამაცით ასე გართული
მეუბნებოდი ეს ქალაქი, რამეს თუ გავსო.

არც რამეს გავდა ჩემო ალბერტ, იყო ტიალი
როგორ აკლიხარ მეგობარო ახლა ამ ქალაქს,
მოგონებებში როცა ვიწყებ ასე ხეტიალს,
ვიხსენებ ქალაქს და გიხსნებ ასეთ ამხანაგს.
კომენტარები (0)