0

უამინდობის ჟამს


უამინდობის ჟამს,
როცა უზომოდ წვიმს,
როცა უმიზნოდ წვიმს,
უიმედობა მჭამს.
უიმედობა მჭირს,
ყველა მიეცა ძილს,
ყველა დანებდა ძილს,
სიზმარს კადრებად ჭრის
და გამოფიტულ სულს
და დასვენებულ სულს
ხვალ დავიწყებულს, სულ
თავიდან გაზრდა სურს.
კომენტარები (0)