0

ეს სიყვარულია


ეს სიყვარულია,
ღრმაა და უძირო,
თუ აღიარეს და სიცოცხლე აცალეს.
ყოველთვის პოეტს და ყოველთვის უძილოს,
თვალების დახრას და სიმორცხვეს მაძალებს.

და ამ სიმართლეს თვალები ჭრელი აქვს,
სხვადასხვა სიმართლეს ხედავენ თვალებში,
ეს გრძნობა იმდენად მკვლელი და მჭრელია,
დამჩეხავს ერთ დღესაც მთვრალსა და გალეშილს.

თუმცა კი იმედი უკვდავი გვგონია,
იმედი რომელსაც სახე აქვს უფალის,
ანუ შეშლილი და ღვთიურად შორია,
არ ყოფნის ამ მანძილს ლოცვა და მუდარი.

და ჩაიწურება ერთ დღესაც ბოლო მზე,
როცა დაიღლება ნაპირზე გოდებით,
რადგანაც გრძნობაა სიკვდილზე გოროზი,
სიკვდილის შემდეგაც აქ დაგელოდები.
კომენტარები (0)