0

გამოვიდარებთ


გამოვიდარებთ დამიჯერე, გამოვიდარებთ,
სამყარო მაშინ იმეტყველებს ღმერთების ენით,
როცა ცა, ჩვენი ოცნებისთვის გააღებს კარებს,
და ეს ამინდი როგორც უხმო ნიშანი ჩვენი,
ათასი წყვილის სიყვარულის რიგს გაგვატარებს.
რადგან მოთმენის ყველა ჯამი აივსო უკვე,
ვეღარ დაითვლი მონათმენი გრძნობების ჯამებს,
სიყვარულისთვის ღმერთო ერთიც დაუშვი უქმე,
მერე მოვივლი სინაგოგას, ტაძარს და ჯამეს.
და სითითაოდ ჩამოგითვლი ცოდვების ლუკმებს.
კომენტარები (0)