0

ღმერთო


ამ ცხოვრებისთვის გაჩენილი რომ არ ვარ ღმერთო,
ეს კარგად იცი, დაგეგმე და ასრულებ კიდეც
და როცა გულში მილიარდი ვარსკვლავი მენთო,
მაშინ ჩამიტყდა მოსასვლელი შენამდე კიბე.
რომც მოგაკითხო, გნახო სადმე კუთხეში ქუჩის
რა უნდა გკითხო, რა გედაო ან რაღა გითხრა,
რომ ეს ცხოვრება მონობაა, ასე ვთქვათ კუჭის,
რომ ეს ცხოვრება ამბავია, ყველის და ვირთხის?!
ასე შავბნელი წარმოდგენა დამრჩა და დარდი,
ასე მუქ ფერში დავინახე ამ წლების ბოდვა,
მითხარი ერთხელ, მხოლოდ ერთხელ, დამტოვე, გადი
რომ ავიკიდო სამუდამო სასჯელის ცოდვა.

გახვეული ვარ ცოდვებში და თამბაქოს ბოლში,
რადგან ცხოვრება გადაიქცა სპექტაკლად, ფარსად,
არსაიდან რომ მომიყვანე მიგიხვდი ბოლოს,
ხოდა ამაყად დაგტოვებ და მეც წავალ არსად
კომენტარები (0)