0

კაცი რომელიც დუმს


მუდამ სიყვარულს ეძებს
ადამიანებს უხმობს,
კაცი რომელიც დუმს და
გესაუბრება უხმოდ.

გრძნობს უაზროა ყოფა,
აზრი არააქვს ყოფას,
კაცი რომელიც დუმს და
საკუთარ წარსულს ფოფავს.

მერე გასწავლის რამეს,
გაგიზიარებს ცოდნას,
კაცი რომელიც დუმს და
ამ დუმილითაც სცოდავს.

დღეები რბიან ასე,
დღეები ასე კვდება,
და კაცი დუმს და ფიქრობს
მაინც ვერაფერს ხვდება.

სიცოცხლე არის ვალი,
სიკვდილი იხდის ამ ვალს.
და კაცი დუმს და ფიქრობს,
დუმილში ხედავს წამალს.

დუმილში ხედავს შვებას
მაინც სიყვარულს ეძებს,
ადამიანებს უხმობს,
ერთი იპოვოს ეგებ.

გრძნობს უაზროა ყოფა,
გრძნობს სიკვდილია ახლოს,
კაცი რომელიც დუმს და
რომელიც ჩემში სახლობს.
კომენტარები (0)