0

ლექსი სიკვდილზე


როცა ცუდად ხარ, როცა ცუდად ხარ,
როცა ბნელა და სულიც შავდება,
მაშინ ყოველი ლექსი სიკვდილზე,
არის სიკვდილის გადავადება.

როცა ნაღველი თვალებს ამღრევს და,
როცა ცრემლები აღარ თავდება,
მაშინ ყოველი ლექსი სიკვდილზე,
არის სიკვდილის გადავადება.

და ეს წუხილი, არის ვედრება,
გულში, რომელიც აღარ კავდება,
რომ არ დამჭირდეს ლექსი სიკვდილზე,
და ამ სიკვდილის გადავადება.
კომენტარები (0)