0

რადგან სულ მცირე იმედი ჩანდა ..


რადგან სულ მცირე იმედი ჩანდა,
რადგან ყველაფერს ბოლო აქვს კარგი,
შესაძლებლობის გავხსენი ჩანთა,
და სურვილების ჩავაწყვე ბარგი.

გავა აგვისტო, პოეტის როლი,
ვერაფრის მთქმელი დღეების ხოცვა,
შენს სადგურამდე ღმერთია მძღოლი,
და ფულის ნაცვლად გროვდება ლოცვა.
კომენტარები (0)