0

ქალაქი


ქუჩები, როგორც აბლაბუდა, მოხრილ-მიხრილი,
ნოემბერის წვიმა, ბანალურად ცვივა ცრემლები.
ქალაქში ჭრელი კორპუსები ისე მიყრილან,
როგორც დახლებზე მეორადი ტანსაცმელები.

ზღვაზე წევს სახელ-შელახული ძველი ბულვარი
და კიდევ უფრო შელახული უწევს ახალი.
აფრთხობს პიაცას, ცოტა სნობს და ცოტა ვულგარულს,
ნაოცნებარი იდეები ასი ქარხანის.
კომენტარები (0)