0

სული გადმოშალე


სული გადმოშალე, დაალაგე,
შენი გამომშრალი ოცნებები.
გული ემოციით გამარაგებს,
როცა ალერსით და კოცნებებით,
ტანზე შუაღამე მოგეხვევა.
სიზმრის მონატრებაც გამიგია,
ფიქრის ტალღები და მიმორხევა,
შენი გონებისკენ წამიღია.
ღამე გვაკავშირებს უძილობის
ღამე ხოლმე ჩემი მკვლავებია.
ისევ მოგაკითხავ, უცილობელ,
თავი ვეღარ შემიკავებია.
ალბათ აცრემლდება დეკემბერი,
მერე გათოვდება გამთენიოს.
პირველს პირველები ვეგებებით,
ვიტყვით დაუდია რამდენიო.
ისევ უშენობა მომეძალა
დანა პირს არ უხსნის დანაპირებს.
ისევ დაგიწერო მომე ძალა
მუზა შენს თვალებთან მანაპირებს
კომენტარები (0)