0

აპრილია პირველი


აპრილია პირველი, მზე ღრუბლებმა დამალა.
გაწვიმებას აპირებს - ბუნებისგან იშმარი.
ვეძებ მოგონებების საიმედო სამალავს,
რადგან ისევ მამძიმებს წუხანდელი სიზმარი.
ამ ცხოვრების ძიებით, გავხდი გამოკეტილი,
შემეცვალა ქცევა და შემეცვალა იერი.
არ მინდა, რომ მჯეროდეს, ბოროტის და კეთილის,
რადგან ფარდობითია ქცევა ნებისმიერის.
ღამე ხოლმე მაწუხებს, გულის ცემის ხმაური,
გულის როგორც სიცოცხლის, ბუნებრივი წამზომის,
დამთავრდება ერთ დღესაც, სულის აურზაური,
თუ ცხოვრება ომია, მხოლოდ თავთან მწამს ომის.
აპრილია პირველი, უჩვეულოდ აცივდა
(ბედიღბალის ტრიალი ნუღარ გაგიკვირდება.)
ის ხეები, ზამთარში ფოთლები რომ გასცვივდა.
აყვავდა და ტოტები დაუმშვენეს კვირტებმა.
კომენტარები (0)