0

მოხვალ


მოხვალ, უცილობელ მოხვალ
მალე გადმოლახე ზღვარი,
ისევ გაგვიხარდეს, რომ ხვალ,
ისევ გავახილოთ თვალი.
ხვდები, რომ ცხოვრება მრუდე,
კიდევ გამრუდდა და მეტიც..
ვერსად დავიდევით ბუდე,
ვერსაც ვერ ვიპოვეთ ღმერთიც.
სადღაც იწერება ლექსი,
ვზივარ პირისპირ და მესმის.
მოდი მოვიშოროთ გესლი,
გესლი, ერთმანეთის შეშლის.
უკვე მერამდენედ მოვრჩი,
საფეხურებია მყიფე..
სანამ ვარდებია ნორჩი,
აგერ რითმები და კრიფე.
კომენტარები (0)