0

მეგობრობა


გულის აჩქარება იცის ჩახუტებამ,
როცა ახლობელი არის, შენთვის სული.
არის მეგობარი, ხოლმე ჩახურდდება,
არის მეგობარი, იმედია სრული.
ასე ვეზიდებით ბედის ირონიას,
ასე ვჩუმდებით და ასე გვიხარია,
როცა ერთმანეთის ცრემლი, მირონია
როცა ერთმანეთი, ხატად გვიხატია.
და რომ ამ სამყაროს, სრული უძირობა,
არის მიზეზი და თემა საუბრების,
მერე ამ სიტყვებზე, დარდი, უძილობა,
ღამის ჭეშმარიტი, მუზის დაუფლება.
ასე გვიხარია, ასე გვყვარებია,
ასე შეგვშლია და ასე არ შეგვშლია.
ახლა სულში, როგორც გარეთ, დარებია
მანამ ეს ლექსები სულ მთლად არ შეგვშლიან.
კომენტარები (0)