0

როცა მე წავალ


როცა მე წავალ, არ იქნება წვიმა და ქარი.
არ შეაწუხებს, ჩემი წასვლა არც ხმის იოგებს.
არ გაიღება ჭიშკარი და არც ერთი კარი,
ჩემი ფანჯარა ჩარაზული, სულს დაიოკებს.

როცა მე წავალ აყვავდება ვაშლის ხეები,
კესანიები, გვირილები, ნორჩი იები.
იქვე საფლავთან, წყალს დალევენ, სუფთა ხელებით,
მაღლა ტაძრიდან მომავალი ფოფოდიები.

ალბათ ნიშანი იქნებოდა ზარების რეკვა,
ყველა საფლავი სათითაოდ ფეხით დამევლო.
როცა მე წავალ, მეც ვინანებ, რომ მეტი მეთქვა,
ამ სამყაროში გამეღვიძა მუნჯი სამრევლო.
კომენტარები (0)