0

შენ


დაეწყობა სიტყვები, ისე როგორც ნოტები
და ეწყობა ნოტები, ისე როგორც სიტყვები.
ვერაფერს შექმნი, შურითა და გაბოროტებით.
შენც, ისევე როგორც ყველა, დინებას მიყვები.

და მწიფდება, მოთმინების, ყველა მტევანი,
დაიყრებიან უპატრონოდ, შენი აზრები.
შენივე თავის, უნდა გახდე, თვითონ მდევარი,
შენივე ღმერთის, ააშენო შენში, ტაძრები.

მოემართება ის ნათელი, დიახ წერტილი.
იბადებიან, მეამბოხე სულთა საცდელნი,
როცა გვგონია, ყველაფერი გადაწყვეტილი,
როცა გვგონია, უმიზიზოდ ვანთეთ სანთელი...

გთხოვ გააცოცხლე, ის ბავშვური, შენში იმედი,
რომელიც ასე, გვაკლია და ასე შევნატრით.
დიახ, ეს არის, რისკენადაც ეხლა მივედი,
თუ ჩვენ ჩაგვიტყდა, თუ ჩვენ ვერა, სცადე, შენ ადი.
კომენტარები (0)