0

დრო მიდის


დრო მიდის, იზლაზნება დრო.
მზე ჩადის, მზე ამოდის მზე.
ნუ მითვლი და ნუ მეტყვი, რომ
ავცდი მე, პოეზიის გზებს.

არეულს, ისღა დამრჩა ვთქვა;
ვამძიმებ, ვამძივებ ლექსს.
აღმართშიც დამეწია ქვა,
ვინახავ, ვაგროვებ იმ ქვებს.

ვამძივებ, სიტყვებს და ქვებს,
დრო მიდის, იზლაზნება დრო.
არაფერი ისე არ ვნებს,
სულს, როგორც დოგმები ხროს.

ჩაუცვამს, რუხი ფერი ჭორს,
ისედაც, რუხი არის შიგ.
არ უდებს, ენა ენას ტოლს,
ელოდებიან თავის რიგს.

ცხოვრება ომია - არ მწამს
კანონი, ცხვარისა და მგლის.
ბრძოლაა, ყოველ წუთს და წამს
ეს როგორ, არ მომწონს და მღლის.

კვდება და იბადება ხრო.
ეს წესი, ბუნებაა, ზე
დრო მიდის, იზლაზნება დრო.
მზე, ჩადის, მზე ამოდის მზე.
კომენტარები (0)