0

შენი მზე


ღრუბელი მახურავს საბნად.
ცრემლები ჩემია - წვიმა.
როგორ გადმოვცე ამბად,
რაც ასე, მტანჯავს და მტკივა.

სიზმარი ახლოა სულთან,
სიცხადე შორსაა შენგან,
დამყვება შენი მზე, სულ თან
შენი მზე, რომელიც შენ გგავს.
კომენტარები (0)