0

ზღვა


ზღვა ბობოქრობს ქოჩორ ქოჩორ,
ზღვის ხმა, შერეულა ქარში.
ცავ შეხედე, შეხედე ჯოვ,
შევიდოდი ამ ტალღაში.

ღრუბელს შავები აცვია,
შავ წყალს, მიწა ვერ აკავებს.
მისამართი შეუცვლიათ,
ნაპირიდან ბებერ ნავებს.

ასეთია ტალღის როკი,
ასეთია ტალღის როკვა.
აქოჩრდება ეხლა რო, კი
ისევ გადავაგდო, რომ ქვა.

როგორც მოზარდობის მითი.
ქვას ვატანდით უხეშ ამბორს,
ტალღა მოდიოდა დიდი,
როგორც ლეგენდები ამბობს.
კომენტარები (0)