0

ლექსებს ამღერებენ


ლექსებს ამღერებენ ღამით,
ღამით სტროფებს ქსოვენ, ვნებით.
იქნებ გამიხსენო რამით,
იქნებ გამიხსენო ნებით.
სანამ ავატალღე ლექსი,
სანამ ჯებირები ვლეწე.
მაინც ერთგული ვარ მე გზის,
თუმც ვერ მომიყვანა ვერც წელს.
გზაზე უსინათლოს ვბაძავ,
ეხლა სიშორეა, ნისლი,
სიტყვებს ვართულებ და ვძაბავ
ხელის ცეცებით წინ ვისვრი.
ხეებს გლოვის ფერი მოსავს,
ანუ რუხია და მკაცრი.
ღამე, მეგობარ ნისლს ყნოსავს,
თვრება და ნაბიჯებს მაცლის.
ასე მოვდივარ და ჯერაც,
ვხვდები, ვერ გამოვცდი ჩემს თავს.
შენ კი ისევ ლექსის გჯერა,
და გზის მოსასვლელის ჩემთან.
კომენტარები (0)