0

არ მიყვარს (высоцкий- я не люблю)


არ მიყვარს ფატალური დასასრული,
არასდროს არ დავიღლები სიცოცხლით.
არ მიყვარს გაზაფხული, არც ზაფხული,
თუ არ ვმღერი, გულითა და სისხლ-ხორცით.

არ მიყვარს, დაცინვა, ცივი ცინიზმი,
აღფრთოვანებისაც არ მჯერა, რა ვთქვა,
არ მიყვარს ღალატი, მეგობრის და ძმის,
ვერ ვიტან მიყურადებას და თვალთვალს.

არ მიყვარს სანახევროდ რომ იტყვიან,
როცა კაცს, სიტყვა ბოლომდე არ მიყავს,
არ მიყვარს მოღალატე, ზურგში ტყვია,
არც პირისპირ ნასროლი ტყვია არ მიყვარს.

არ მიყვარს ვარაუდები და ჭორი,
როცა ეჭვი შეგიჩნდება, გჭამს და გღრნის,
მუდმივი უარყოფა, ამათ შორის,
სულის კაწვრა, რომელიც გტანჯავს და გღლის.

არ მიყვარს მაძღარი თავდაჯერება,
გერჩივნოს მართალი უკანდახევა,
ჯობია სინდისი შეინარჩუნოს ხელებმა,
ვიდრე სინდისზე თვალების ახვევა.

დამსხვრეული ფრთები ან უქონლობა,
არ იწყვევს სიბრალულს, ასეც და ისეც,
არ მიყვარს ძალადობა, უღონობაც,
თუმცა მენანება ჯვარცმული ქრისტე.

არ მიყვარს თუ შეშინებული მქვია,
უდანაშაულოს ცემა და მარში,
არ მიყვარს, როცა სულში მიძვრებიან,
მით უმეტეს თუ აფურთხებენ მასში.

აქ ყველგან ფულისმკეთებლების ხროა
არ იციან, რომ ფასი არა აქვს ფულს,
თუმცა წინ დიდი ცვლილებების დროა,
მაინც არ შევეგუები ზემოთქმულს.
კომენტარები (0)