ორი იგავი

1) ერთი ახალგაზრდა ბიჭი ხიდზე გადადიოდა და დაინახა წყალში გადავარდნილი, რომელიც გაჰკიოდა წადი წადი თავს ვიხრჩობო, ბიჭმა ყური არ ათხოვა და წყალში გადახტა მის საშველად, ბოლოს ისე მოხდა რომ ამ თვითმკვლელმა ბიჭიც დაახრჩო. პანაშვიდზე შეიკრიბნენ ბიჭის ნათესავები და კითხეს რა მოგივიდა როგორ მოკვდიო ? მანაც ყველაფერი უამბო, შეიქნა გლოვა ამ "ნიჭიერი" და "პატიოსანი" ბიჭის გამო

2) ხშირად ამბობენ პატარ-პატარას გამოსწორებით დიდსაც ეშველებაო. ვიხილე კაცი მძიმედ დაჭრილი სისხლისგან, რომ იცლებოდა და ამავდოულად მისი ფეხსაცმელი დასვრილი ტალახით, მივიდა მასთან ბრძენი მკურნალი და მისი ფეხსაცმლის გაპრიალებას შეუდგა

3) შუა-ზღვაში უიმედოდ ჩავარდნილი კაცი, რომელიც სიკვდილის პირას იყო, რადგან უკვე იყინებოდა დაინახავს ცარიელ ნავს და იმის მაგივრად, რომ ზედ ავიდეს ნავს ჩაძირავს მასთან ერთად. ნავი ეს წიგნია

4) ხალხი რომელსაც არ ანაღვლებ. შენს გაშლილ სუფრაზე მხოლოდ სუფრის გამო მოდიან, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც შენს ცარიელ სუფრაზეც კი მოდიან, და არც არაფერს ჭამენ, შენს გარდა

5) ჭეშმარიტი მეცნიერების შემეცნება, არ შეგშლის და არ გაგაგიჟებს, თუნდაც შენს თვალებს ძილი არ მიაკარო. პირიქით ის გაგათავისუფლებს

6) შეძახილმა ხე გახმოო, კი ბატონო ასეა, მაგრამ როგორი ხე ?

7) ავადმყოფი, როდესაც მისი ავადმყოფობის დამძიმებას ატყობს ამბობს "არ მინდა სიკვდილი" გასაგებია, რომ "არ გინდა",მაგრამ არ ნდომა ვეღარ გიშველის