გიორგი ფაჩუაშვილი - ფოტო

გიორგი ფაჩუაშვილი

ჯერ უფალი, დანარჩენი მერე !!!

0 184

ერთფრაზულები


რაც ცუდი უთქვამთ, რაც აუგია,
ვითომაც შენს ყურს არ გაუგია.

თუკი ღმერთისგან გინდა საშველი,
თავად იყავი სხვისი მაშველი.

ნუ გეგონება, მარტო ხარ, ერთი,
იცოდე, უკან დაგყვება ღმერთი.

თუკი ვინმეს ეხმარები,
უფალს მეტად ეყვარები.

გაჭირვებულს ნუ ჩაუვლი გვერდით,
იცოდე, რომ იქვე არის ღმერთიც.

რაც უფალს გულში არ უწერია,
იმას ახდენა არ უწერია.

სიკეთეს იმით ასაწონია,
რაც უფლისათვის მოსაწონია.

დაუკვირდი ყველა სიტყვას,
წინ დაგხვდება რაც კი გითქვამს.

ნეტარებისთვის არ მოუცია უფალს სიცოცხლე,
კაცი მაშინ ხარ, ირგვლივ მყოფთათვის თუკი იცოცხლებ.

სჯობს, თავს ნუ მისცემ ბევრის უფლებას,
მხოლოდ ღმერთშია თავისუფლება.

სიკვდილი უკვე მაშინ იწყება, 
როცა უფალი დაგავიწყდება.

სიკეთე წარსულს არა ბარდება, 
კეთილი საქმე ნუ დაგზარდება.

რაც სხვისთვის ავი გაგემეტება, 
იცოდე, თავად დაგებედება.

სინდისი სულით საქონელია, 
განა მცოხნელი საქონელია?!

ქალს არ სჭირდება ალერსი სხვისი, 
თუ ქმარი გახლავთ ერთგული მისი.

ადამიანი მაშინ ჭირდება, 
როცა არავის აღარ სჭირდება.

იმას ნუ ფიქრობ, რამდენი დაგრჩა, 
არამედ შენგან კარგი რა დარჩა.

უსიყვარულოდ ყოფნა რთულია,
თავად უფალი სიყვარულია.

ტრაბახი გახლავთ ურჩის თვისება,
ხოლო სიმდაბლე კაცის ღირსება.

ფეხზე დგახარ თუ დაეცი, 
სჯობს, მოწყალება გაეცი.

ნუ დაჩაგრავ შენზე სუსტებს,
ეს შენ უფრო დაგასუსტებს.

კაცი მიცვნია მოწყალე, ქველი,
დაუღალავად სიკეთის მქმნელი.

გულში ღრუბელს არ ინახავ?
მაშინ მზესაც დაინახავ.

ის რა კაცია, ადამიანი,
თუ არ აწუხებს სხვისი ზიანი?!

პატარაა ზოგჯერ ხილი, 
მაგრამ სხვებზე ბევრად ტკბილი.

სანამ უფალთან დაგიკვნესია,
ჯერ შენ თავს ჰკითხე, რა გითესია.

რძე თავისით აიჭრება,
დანით ის არ გაიჭრება.

თუ ქალს ცოლად აღარ ითხოვ,
მაშინ მზითევს ნუღარ ითხოვ.

სანამ რამეს ითხოვ კუთვნილს,
ჯერ დაფიქრდი, თუ გეკუთვნის.

მერე რა, თუ მოღრუბლული დღეა,
გახსოვდეს, რომ ღრუბლებს ზემოთ მზეა.

როცა სუყველას დაავიწყდები,
იცოდე, უფალს არ ავიწყდები.

მერე რა, თუკი მათხოვარია,
იქნება სულაც მაცხოვარია?

განა რამე ისე ხდება?
ყველაფერი ღმერთთან წყდება.

ზოგს რომ ჰგონია, ვითომ ლომია,
სინამდვილეში მხოლოდ გნომია.

თავი პირველი ბევრსა ჰგონია,
მე კი ბოლოდან...უფრო მგონია.

ტრაბახი ბევრი გამიგონია, 
თუმცა სიმართლე არა მგონია.

სხვების გულებთან მისვლა რთულია, 
მთავარი გზა კი სიყვარულია.

პატიოსნება ქალისა 
ღირსება გახლავთ ქმარისა.

მოკლე კაბებს როცა იცვამთ, 
უფლის მცნებებს როგორ იცავთ?!

თავს ეშმაკეულს თუ არ ადარებ, 
ჯვარს სამკაულად ნუღარ ატარებ.

თუ სხვის ტკივილზე დაგიკვნესია, 
გულში სიკეთე ჩაგითესია.

სამი ძვირფასი გრძნობა ფარული - 
რწმენა, იმედი და სიყვარული.

ის რა გულია, რაც გინდა ავსე, 
თუ სიყვარულით არ არის სავსე?!

სიკვდილი გახლავთ მატარებელი, 
სასუფევლისკენ გამტარებელი.

თუ უფლის მცნებებს არ იცავ, 
სხვა რა პირობას დაიცავ?!

ჯერ სანამ ვინმეს "გააპიარებ", 
მისი ცხოვრება გამოიარე.

განსაცდელისას, რამდენჯერ გვითქვამს – „ვაიმე, დედა“;
როცა არ გვიჭირს, დედა თუ გვახსოვს მაშინაც ნეტავ?!

ნუ გიკვირთ, კაცი ბილწ ფიქრს თუ ბედავს,
როცა ქალს მოკლე კაბაში ხედავს

მშვენიერება სულშია ქალის,
და არა საცხში ტუჩის თუ თვალის

თუ კაცი მარტოსულია,
ეს მისი დასასრულია

ნუ ვფიქრობთ ვნებებზე, სმასა და ჭამაზე,
უფალი გვიყურებს, ვიფიქროთ ამაზე

როცა აღარ გვაქვს დარდი და წუხილი აღარცერთი,
ნეტა მაშინაც გვახსოვდეს უფალი ჩვენი ღმერთი

თუკი ვინმე დაფარულად უკადრებელს ბედავს,
იცოდეს, რომ ვერ დამალავს, ღმერთი მაინც ხედავს

აბა რაღა კარგი ხარ
თუ არავის არგიხარ?!

ბოროტი კეთილს ვერ ურიგდება,
კატა თაგვს როგორ შეურიგდება?!

ცხოვრება დიდი მასკრადია,
სადაც ნიღბებით მრავლად დადიან

სხვისგან თუკი აგიღია,
თავად შენ  რა გაგიღია?

თუ დაისახავ გულში ავ მიზანს,
ისიც იფიქრე, ღმერთი რას გიზამს

უფალს რად უნდა შენი ქონება?!
მას უნდა შენი სულის ცხონება

თუ მოყვასისთვის ვერას გაიღებ,
იმ ქვეყანაზე მადლს ვერ წაიღებ

სიცოცხლეს ფასი მაშინ ედება,
თუ სხვისთვის უხმოდ გაგემეტება

რაგინდ ყმუოდეს ბნელსაო,
ტურა ვერ შეცვლის მგელსაო

ვისაც უფალმა მისცა ქონება,
მხოლოდ თავისი ნუ ეგონება
.
ვისაც სუფთა აქვს გულის ფიცარი,
ის ღვთისთვის არის დაუვიწყარი

ჯერ გაიწმინდე გული, ფიქრები
და უკეთესიც მაშინ იქნები

სადაც მთავარი მხოლოდ ფულია,
იქ უკვე სულის დასასრულია

სიცოცხლე მხოლოდ წამიერია,
სული კი მრავალჟამიერია

მთავარი ჭირი განა ფულია,
არამედ ის, რაც მას შეუძლია

ჯიუტი და ურჩი კაცი გულზე არვის ეხატება;
მაშ ასეთი ქედმაღალი უფალს რატომ ეყვარება?

პატარაა ფუტკარი და შემოქმედი თაფლისი;
დიდი გახლავთ ყვავი, მაგრამ სულ არაფრის მაქნისი

ვინც სუსტზე ძალადობს, კაცია რომელი?
კაცუნაც არ გახლავთ – მხეცია, ცხოველი

ვერ გაისტუმრებ უფალთან ვალებს,
ბოროტებაზე თუ ხუჭავ თვალებს

არ შეიკვრება ოჯახი უსიყვარულოდ, ძალადა,
ქალი თუ ცოლად არ ვარგა, კაცი არ ვარგა ქმარადა

როგორც გსურს ისე დამტანჯე, ვემორჩილები შენს ნებას,
არა როგორც მე, უფალო, არამედ როგორც შენ გნებავს

ბოროტი უფალს არ შეუქმნია,
ყოველი ავი ეშმაკს უქმნია

ცხოვრება ტანჯვით გახლავთ სავალი,
მაგრამ ღმერთია გამოსავალი

რაღა ფასი აქვს ისეთ სიცოცხლეს,
ირგვლივ მყოფთათვის თუ არ იცოცხლებ ?!

ეხლა თუ არ გსურს მონანიება,
როცა მოკვდები, გვიან იქნება

თუკი უფალმა გიყო წყალობა,
არ დაგავიწყდეს, უთხრა მადლობა

თუკი უფალი მადლს გინაწილებს,
იცოდე, სხვასაც გაუნაწილე

რაღა კაცი ხარ, ან რისი ღირსი,
თუ არ გადარდებს ცრემლები სხვისი?!

წუთისოფელი ასეა,
ცრემლით და დარდით სავსეა

უსამართლოა ადამიანი,
ღმერთია მხოლოდ სამართლიანი

სუყველაფერი ისე იქნება,
როგორც უფალმა ღმერთმა ინება

სანამ რაიმეს გადაწყვეტ, ჯერ კარგად ასაწონია,
საქმე ის არის კეთილი, რაც ღვთისთვის მოსაწონია

გული განა მართლა ყველა გულია?!
ზოგი რკინა, ზოგიც თაიგულია

გიჯობს უფალმა გამციროს,
ვიდრე ეშმაკმა დაგცინოს

თუ გინდა რომ ღმერთი გყავდეს შემწედ, მცველად, ფარად,
შემოუშვი შენს გულში და იქ დარჩება მარად

გულში მთავარი სიყვარულია,
უსიყვარულოდ რაღა გულია?!

თუ მოყვასისთვის არას გაიღებ,
მაშინ უფალთან რაღას წაიღებ?!

უსიყვარულოდ საქმე ნულია,
მთავარი ყველგან სიყვარულია

ღმერთი ვადიდოთ დღისით და ღამით,
და არ დაგვტოვებს არცერთი წამით

ჩვენი სიცოცხლე მანამდე ფასობს,
სანამ, ცოდვილებს, უფალი გვახსოვს

ვნება მოგსდევს? წადი მალე,
ღვთის ტაძარში დაიმალე

ჩვენ ნუ განვსჯით! სხვა მსაჯული ვინ გვყავს უფლის ბადალი?!
დაე, ღმერთმა გადაწყვიტოს მტყუანი და მართალი!

წესზე უფრო წესია, რაც ღმერთს დაუწესია

ჯერ დაფიქრდი, როცა წვები ლოგინში,
მოსახდელი ხომ არ დაგრჩა „ბოდიში“?!

გამოგვეღვიძა? გვეყო წყალობა?
ჯერ, პირველ რიგში, უფალს „მადლობა“

გააქრეთ ადამიანში სულ ერთი – ამპარტავნება,
...და დედამიწა, მერწმუნეთ, სამოთხედ გადაგვარდება

ადამიანი ავი და ბოროტი სულაც არ არის,
მის სულში ჩაბუდებული სატანა არის რაც არის

სამი რა გვინდა ცოდვილებს, სხვა არა გვინდა მეტი,
სამება განუყოფელი – ღმერთი, ღმერთი და ღმერთი !!!

სამართალს ნუ ეძებთ ამქვეყნიურისას,
ვერ ნახავთ სამართალს მოსვლამდე უფლისა

ნუ გავწირავთ ფულის გამო ყველაფერს,
ვერ წავიღებთ ჩვენ იმქვეყნად ვერაფერს

უფალია უმთავარესი, ღმერთი მარადმყოფელი,
დანარჩენი, ამა ქვეყნის, ამაოა ყოველი

ხშირად დუმილი ჯობდეს ყბედობას,
ხან მოქმედება –უმოქმედობას

თუ განსაცდელი გვეწვია ბედად,
უფალს მივენდოთ ყველაზე მეტად

ვერა კაცმა ვერ განსაჯოს სამართალი ან რჯული;
უფალია პირუთვნელი მოსამართლე-მსაჯული

სად ეძებ სიმშვიდეს, სად უნდა მიხვიდე?
ვისთანაც ღმერთია, იქ არის სიმშვიდე

რაც არ უნდა ბევრი ძებნო სამართალი უკეთესი,
არ არსებობს, ქვეყნად, უფლის სამართალზე უმეტესი

რატომ ეძებ ქვეყანაზე ღვთის განგებას მართალს?
ხომ იცი, რომ ამ ქვეყანას ჯერ სატანა მართავს?!

სამართალი დადის, ქვეყნად, ნაირფერი კალოშით,
ხან ჭაობში ჩადგამს ფეხს და ხან კამკამა წყაროში

ხორციელ ვნებებს აყოლილთ, სხვაზე გვეფიქრა, გვერჩია; 
სიმშვიდე, სიყვარული და ბედნიერება ღმერთშია

კარგია ყველა სათნო თვისება,
მაგრამ მთავარი გახლავთ ღირსება

გული მხოლოდ მაშინ გულობს,
თუ წრფელობს და არ ორგულობს

სადაც ღმერთი არა სუფევს, ვერას გვარგებს ვერაფერი;
ღვთის გარეშე, ქვეყანაზე, ამაოა ყველაფერი

უფლის სასჯელი გერჩიოს ადამიანთა ქებასა,
მხოლოდ ღმერთს ძალუძს უწამლოს სულის დამღუპველ ვნებასა

უფლის რჩეული ის არის, ვინც ღვთის კანონებს ასრულებს,
...და არა, ვისაც აქებენ, ხალხის კვარცხლბეკზე ასულებს

არ დასრულდება სიცოცხლე არც ხვალ,
თუ სიყვარულით გალევ და...წახვალ

თუ ცხოვრებამ გაგტანჯა და ვერ გააწყე ვერაფერი,
შეიყვარე უფალი და მოგვარდება ყველაფერი

ადამიანის სულში, ოდითგან, ეშმაკიცა და უფალიც სახლობს, მაგრამ მთავარი ის გახლავთ უფრო, ვინ არის შორს და ვინ არის ახლოს

იმას თუ ფიქრობ, გეთაყვა, ხვალ გემრიელი რა ჭამო,
ხანდახან, ისიც იფიქრე, უპოვარებსაც აჭამო

ვისაც უნდა, სულში, გულში სულ იესო ქრისტე  ჰყავდეს,
უფალს უნდა უნდა დაემსგავსოს, სულ ცოტათი მაინც ჰგავდეს

სიტყვა თუ დაგცდა, დამთავრდა, წინ გარბის, როგორც შურდული,
ამიტომ, ენას, ჭარტალას, ხშირად სჭირდება ურდული

კარგია, სხვის ტკივილს ვგრძნობდეთ და ვხედავდეთ;
ტაშით და ფანდურით ვერ მივალთ ღმერთმამდე

განა ყველა ხე კარგია? – არ ღირს თანაბრად მიჩნევა;
ზოგის ნაყოფიც არ ვარგა, ზოგის კი კურკაც იჭმევა

ასეთია ეს ცხოვრება – ბევრი მიდის, ბევრი გვტოვებს,
მაგრამ ღმერთი ერთადერთი, არასოდეს მიგვატოვებს

სხვის ტკივილზე ცრემლი თუ არ დაგცვენია,
აღარ მიკვირს, არაფრის თუ არ გრცხვენია

ზოგჯერ კაცი იზომება სიტყვით,
გააჩნია, როდის სად რას იტყვის

იმას ნუ მეტყვი, რაც შენ გიქნია,
ჯერ ის მაჩვენე, რა შეგიქმნია

სანამ რაიმეს მოითხოვ ჩემგან,
ჯერ ის იკითხე, მე რა მაქვს შენგან
კომენტარები (0)