თავისუფლება

მე არ მსურს მოგცეთ ამ სიტყვის ერთი შეხედვით განმარტება რომ იგი არის დამოკიდებული მორალ-ეთიკურ და ზნეობრივზე მხოლოდ, და მივცე სხვა მნიშვნელობაც რაც აღემატება ჩემს გონებას. საზოგადოების და უმრავლესობის აზრი რომ გავითვალისწინოთ ის არის რაც გვსურს იმის გაკეთბა, რომ დაბრკოლების და რჩევების მიუხედავად საკუთარი ინიციატივით განვახორციელოთ ქმედებები. მაგრამ მოდით ვიყოთ რეალისტები, ყოველდღიურ ფიქრებს, აზრებს, გეგმებს, თან ახლავს ემოციური დატვირთვა რისთვისაც ჩვენ გვიწევს ყოველთვის ალტერნატიული გამოსავლის პოვნა რომ იგი შევამსუბუქოთ ან გავამძაფროთ თუ კარგით შემოიფარგლება..... ადამიანი დაიბადა მისი მშობლები უზომოდ ბედნიერნი არიან რომ მათ ცხოვრების ახალი და უმთავრესი ნაწილი შექმნეს და შეიქმნეს. შეუსრულდა ერთი, ორი, სამი, წელი და ამასობაში მას სჭირდებოდა უამრავი რამ რომ ოჯახს ყველაფერი გაეცა პატარას აღზრდისათვის და არაფერი მოეკლოთ მისთვის რაც შესწევდათ. დადგა დრო რომ ბაღში შეეყვანათ და თნამედროვე-ნორმალურ ცხოვრებას არ ჩამორჩენოდა როგორც სხვები ამასობაში მათ შესაძლებლობაც გააჩნდათ რომ იგი მიეყვანათ ბაღში და არა როგორც სხვები, არა საჭიროების შემთხვევაში ან თუნდაც ფინანსური სახსრების არ ქონაში, სახლში ამეცადინებდნენ ცოტას შეძლებისდაგვარად. ბაღში მას შესაბამისი დავალებები ქონდა იქ დაწესებული რომელიც უნდა შეესრულებინა სამჯერადი კვება, სათამაშოებით თამაში, ხატვა-გაფერადება, პატარა ლექსების სწავლა და ა.შ... მოკლედ რაც მის ტვინს შესწევს თავის ასაკში. ბაღის დამთავრების შემდგომ გახდა აუცილებელი რომ სკოლაში მიეყვანათ და განათლების მიღება დაეწყო რაც შემდგომ ცხოვრებაზე აისახებოდა, მაგრამ მას იქაც ვალდებულებები გააჩნდა, თავის დანიშნულ დროზე ზუსტი გამოცხადება, მოცემული დავალებების შესრულება, მეცადინეობა, ზოგჯერ მეგობრებთან გართობა და რაც ჩვეულებრივობაზე მეტყველებს. ხანგრძლივი სწავლის შემდეგ მოვიდა სკოლის დამთავრების და რომელიმე უნივერსიტეტის არჩევის, ჩაბარების დრო. გამოცდების ჩაბარების და უნივერსიტეტსი მოხვედრისას მისი ცხოვრება შეიცვალა, უფრო თვითონ შეიცვალა და სხვა კუთხით დაიწყო ყურება, იმით რომ აქედან იწყება მისი მომავლის დასაწყისი, იგი ხდება თავისი თავის შემქმნელი და კარგი დასასრულის მნახველი. მაგრამ მას აქაც ვალდებულებები დაეკისრა რთული, რომელსაც, ყოველდღიურობა მოითხოვდა და დიდი შრომა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ მან მაგისტრატურაც დაამთავრა და მოეწყო თავისი განკუთვნილი სპეციალობის მეშვეობით სამსახურში. რა თქმა უნდა აქაც მას ვალდებულებები შეუქმნეს. შემდგომ როგორც ყოველ ადამიანს, დაებადა აზრი რომ ოჯახი უნდა შეექმნა მას გააჩნდა უკვე ფინანსური შესაძლებლობები და ცხოვრება უკმაყოფილებდა ამ მოთხოვნას. ოჯახის შექმნის შემდგომ სურვილი უჩნდებათ რომ ბავშვი ეყოლოთ. მაშასადამე ადამიანი დაიბადა......

სად არის თავისუფლება ? იგი არ არსებობს დაბადებიდანვე ყოველთვის ვალდებულია ადამიანი, მას ხომ ცხოვრება უქმნის ამის შემთხვევას, არც ერთი ადამიანი თუნდაც შეძლებული ან თუნდაც ღარიბი არ არის თავისუფალი მათ ყოველთვის აკისრიათ ან შექმნილი აქვთ იყვნენ დამოკიდებულნი რაიმეზე ან ვინმეზე, მიუხედავად იმისა უნდათ თუ არ უნდათ. ამ ეტიუდში არ იყო ნაამბობი ოჯახის წევრებზე არაფერი, რომ ჩავუღრმავდეთ ისინი არიან ჩვენი ყველაფერი, ჩვენი ისტორია, და ჩვენც ვართ ისინი. ყოველი განსაცდელის, გასაჭირის, უბედურების, სიხარულის, შემთხვევაში ყოველთვის გველოდებიან სახლში, ყოველთვის გვეძებნ გარეთ და ნერვიულობენ ჩვენზე, განიცდიან ყველაფერს ჩვენთან ერთად და სიცოცხლის დასრულებამდე გვივლიან, გვეფერებიან, და არასდროს მიგვატოვებენ. მათ ამის შესაძლებლობას ჩვენსდამი სიყვარული არ მისცემს, და არ მივცემთ.... 

მე რომ ეს დავწერე რა მივიღე ?  „თავისუფლება“
კომენტარები (0)