უსახლკარო

(ფრაგმენტი გამოუქვეყნებელი რომანიდან)

	ნინიმ, ღამით ნაგავსაყრელ ბუნკერთან უსახლკარო შენიშნა, რომელიც შიგ ხელებს აფათურებდა და ძალიან უიმედო სახე ჰქონდა. ერთხანს ნინი იდგა და უყურებდა, თანაც სურდა რაიმეთი დახმარებოდა მას, მაგრამ ეს „რაიმე“ შეცვლიდა მის ცხოვრებას ? მას ხომ ყველაფერი სჭირდებოდა. გადაგა რამოდენიმე ნაბიჯი და მიუახლოვდა, - უკაცრავად მინდა დაგეხმაროთ და მოგცეთ მცირედი თანხა. შემდეგ არც დალოდებია პასუხს, ამოიღო ჩანთიდან და გაუწოდა. უსახლკარომ, მძიმედ აწია თავი და ამ სიტყვების გაგონებაზე ბავშვურად გაიღიმა. - შვილო მე არ მჭირდება არანაირი დახმარება, ჯობია საკუთარ თავს დაეხმარო.  მოხუცმა ისევ თავი ჩაღუნა და შეწყვეტილი საქმე განაგრძო. ნინი, მოულოდნელმა პასუხმა ცოტა არ იყოს შეაკრთო და ეხლა თხოვნით გაიწია მისკენ, მაგრამ მოხუცმა იქვე ჯოხს ჩაავლო ხელი და ანიშნა, შემდეგ საკუთარ ქმედებებზე პასუხს არ ვაგებო. ნინიც გაჯიუტდა, ხმა აღარ გაუცია და იქვე ახლოს ძირს დადო შეთავაზებული თანხა წასვლის წინ. კარგად, დაკვირვებული ადამიანი შეიცნობდა მოხუცის სიტყვებს ამ ფორმით. მან თავისი არჩევანით მიატოვა საზოგადოება, ოდესღაც რომელსაც ეკუთვნოდა. რომელთაც ჰქონდათ, ბარიერები შექმნილი ყველა მატერიალურ ღირებულებებთან მიმართებაში, რაც ადამიანთა სულიერებაში შეიჭრა, კუთხე კუნჭულს დაეპატრონა და ამით ზღუდავდა, კანონების სახით. ეს ხომ, თავისუფლების მოსპობის ყველაზე საყოველთაოდ მიღებული მიდგომაა, სადაც შენ იქცევი სოციალური ნორმის ფარგლებში და იზღუდები, როგორც ადამიანი. შენ იქცევი არა, როგორც გინდა არამედ იქცევი, როგორც სხვებს უნდათ და გკარნახობენ. თითქოს საჭადრაკო დაფაზე გამოსული პაიკი, სადაც გადაგდგამენ, იქ უნდა დაეტიო და თუ საჭირო გახდება შეეწირო კიდეც, სხვა შენზე დიდ წოდებიანი ფიგურის გამო. მოხუცი კიდევ ამ ყველაფრის საპირისპიროდ ადრევე აღმოჩნდა და მალევე მიიღო გადაწყვეტილება წასულიყო მათგან. იმ გზას გაყოლოდა, სადაც ფასდაუდებელი მსხვერპლია გაღებული სულიერი თავისუფლების მისაღწევად.
კომენტარები (0)