სიზმარი

დავეცი აწმყოში,
ვერ წამოვდექი მომავალში!
ამან განაპირობა ჩემში,
მრავალგზის დაწნული, 
დიდების აღმაფრენელი,
სურვილი ცადაწვდენილი,
ღრებლებში მოქცეულიყო, მაგრამ
დროდადრო სულის ძირებში,
მკრთალად აკიაფდა იმედის
დაუშრეტელი ზმანება!
ვითომდაც ვყოფილიყავ
განხორციელებულ სურვილთა მწვერვალზე
და გადმოვყურებდე ჩემს თავს,
როგორც მეფე, მბრძანებელი,
მაგრამ ვერსად შევნიშნე,
მონად ქცეული, ყრმების წრიალი,
ვინებიც წამდაუწუმ, უნდა მეტრფოდნენ
რამაც ჩამაგდო საგონებელში
შემდგომ მიმოვიხედე გარშემო,
და გაოცებას არ ჰქონდა საზღვარი,
იქ ჩემი თავიც ვეღარ შევნიშნე,
ამაოდ ქცეულიყო ყველაფერი,
რაც კი აქამდე გამაჩნდა.
ერთხანს უბედურობით ვიწურებოდი,
აღარ შემეძლო იქაურობის ატანა,
თანდათან გონებაც წამერთვა
და ბატონობა, წყვდიადმა განგრძო.
კომენტარები (0)