დაპირება

მე მინდა ვიყო იქით ნაპირზე,
სადაც შენ დგახარ ფიქრთა სივრცეში,
თავჩაღუნული ლამაზად, თმათა შრიალის ამარა,
რომ შევუცვალო ქარს პროფესია რაღაცნაირად.

ვერ ვისურვებდი უკეთესს სხვისთვის ამგვარად,
არც კი შემოდის ფიქრი ჩემში ეულად,
მასში შენ დაგაცხრება, როგორც არმადა
და შეიქმნები ვით გალუმპული არსება.

გრძნობებით სავსე ვერ დავიცლები შენთან,
მხოლოდ გაგიზიარებ მის წვეთებს ცოცხლად,
რადგან შენ შეძლებ ოკეანის დაშრობას,
მხოლოდ თუ მიწა ჩაგვაქსოვს ერთად.

სანამ ეს მოხდა, უთუოდ ვიდგები გემბანზე
და გავუძღვები მიზნებს ბოლომდე მამაკაცურად,
მე შენთვის არ შევცვლი სიტყვებს,
და ჩავიძირები, ბედნიერების უზადო ეშხით!
კომენტარები (0)