სიმარტოვე

ზოგჯერ, როგორი მომხიბვლელია მარტოობა, თუ როგორ იპარება მასთან ერთად გაუსაძლისი ტკივილი, რომელიც ედება მთელ სხეულს და უმოქმედოს ხდის ერთი პერიოდი, მაგრამ მას უჩუმრად გამოეპარება კიდევ ერთი რამ სიამოვნების სახით, რაც გონებას ანათებს და ფანტაზიის ულევ წყაროს ერწყმება, საიდანაც შენ იძირები იმ ყველა ოცნებებში, რისი შემქმნელი, ღმერთი თავადვე ხარ და როგორც მოგესურვება წარმართავ მას.
	ოხ ეს მარტოობის მუდმივი ტკივილი, რომელიც ზოგჯერ იმარჯვებს შენზე და გაიძულებს საზოგადოებას მიაძახო, რომ გტკივა, ვეღარ უძლებ საკუთარ პრობლემებს, რომ ისინი შენ გამარცხებენ, ეს ხომ სულის გამოძახილია და არა გონების ? მაშინ გონებას რაღა სურს ? ერთ ხანს ის ბოროტდება, ის ხარბდება, ის შურიანი და ეჭვიანი ხდება, ბოლოს კი მატერიალისტური მსჯელობიდან შინაგან ნგრევამდე მივყავართ.
	მაგრამ, ამაზე ცუდი ის არის, რომ ამ ყველაფერი ადამიანური სიბინძურის გათვალისწინებით, რაც ბუნებამ ასახა ჩვენში, გვიწევს ჩვენზე უბედური ადამიანების პოვნა და მათში ჩვენი ხანმოკლე სიმშვიდის აღმოჩენა, სხვისი ძალზედ გაუბედურებული ცხოვრებით ვინუგეშოთ საკუთარი სულიერად ვარდნა.
	არის, ერთი რამ რაც გაკავებს ამ ცხოვრებაში, ეს ზოგიერთი ადამიანი ვისაც კი ძალიან ეწყინებოდა შენი ამქვეყნად წასვლა და კიდევ ის რომ საკუთარი თავი გეცოდება და ესე ადვილად არ დათმობდი მას, რადგანაც ფიქრობ ყველაფერი მიატოვო ესე ხომ სიცარიელეს წაიღებ და ასევე დატოვებ იცი, რომ ოდესღაც შენი დაკარგვის წამები მოუშუშდება ყველას და ისინიც მიგატოვებენ, ერთ დროს უთუოდ.
	შენ, თუ ბრძოლის გარეშე წახვალ, ისინი ვინც შენს მდგომარეობაში იმყოფებიან ან მოვლენ რაღას იზავენ ? ნუთუ მათაც გაწირავდი და არ ცდიდი დახმარებოდი ? ნუთუ ესეთ ურჩხულად გინდა დაგიმახსოვროს ისტორიამ ? ვინც ოდესღაც, თავის გზაზე ყველანი დაღუპა.
კომენტარები (0)