განსხვავებული

მისი სახე, იყო მრავლისმეტყველი რომელიც არ გთავაზობდა ყოფილიყო მხოლოდ ლამაზი, ის ერთ-ერთი წინამორბედი იყო იმ მშვენიერებების, რაც მას ამოუცნობს ხდიდა, ჩვეულებრივი ადამიანისათვის და განსაკუთრებულს არა ადამიანისათვის. მისი თვალები ამბობდნენ, თუ რაოდენ შემზარავი მოვლენების, მნახველი ყოფილიყო ადამიანებში, მაგრამ მას ეს ქმედებები, არ მიუღია თავისი ცხოვრებისათვის, არამედ მათზე მაღლა დადგა და აკვირდებოდა, იმ ლამაზი სახით, რომლის შიგნიდანაც, დაფარული უდიდესი ტკივილი, გამოღწევას ცდილობდა, მაგრამ ის სამუდამოდ მხოლოდ მასში დარჩა. რამაც განაპირობა მისი ხასიათის, განსხვავებულობის შეძენა. ის უარჰყოფილია საზოგადოების მიერ, რომელიც ოდესღაც თვითონ, დატოვა და უკან არც მოუხედავს. მისი გამოხედვა, კი დაემსგავსა თითქოს, სულებს ჭვრეტდეს ადამიანებში, მაგრამ არავის ეუბნებოდეს, რამდენადაც ვერავინ გაუგებდა თუ რაოდენ, ყველა ადამიანი ერთმანეთს გავდა და მათთვის სხვანაირი, უდიდესი შიშის მომგვრელი იყო. მისი განსხვავებულობა არ იყო თავისი შექმნილი, ის საზოგადოებამ უბოძა მას, რომლებმაც არ იცოდნენ, თავისი ერთფეროვნებით თუ რა ჩაიდინეს მის წინაშე და ვერც გაიგებენ. მისი გონებრივი უპირატესობაა, თავის სულიერ ჭიდილთან ორი განმაზოგადოებელი ფუნქცია:  „მე მინდა ეს, მე აღარ შემიძლია ვგავდე სხვებს“ 

მან ჰპოვა თავისუფლება სიმარტოვეში, თან ამავდროულად ტკივილი, როგორც ურთიერთ განუყრელია სიკეთე და ბოროტება.
კომენტარები (0)