გმირი

არის ადამიანთა კატეგორია რომელნიც ამ ცხოვრების უფერული კადრებით ცხოვრობენ და მათში მკვდარია, ყველანაირად ნაცადი ოცნება ან მათთვის გაწეული შრომა, მტვერს გაუფანტავს და დავიწყებას მისცემია. ისინი გამოირჩევიან მთავარი, დაუკმაყოფილებელი მოთხოვნით, ვინც ცხოვრების პატარა ნაწილიც კი ვერ შეიცნო და გარშემო ყველას, აჩვენებს თუ რაოდენ, მოსაწყენი გამხდარა მისი არსებობა. შინაგანად კი ის ეთაკილება, თავის გარეგან სტატუსს, მაგრამ უუნარობა ამის შეცვლისა, უბრუნებს თავის მოკლე ცნობიერებას და ადანაშაულებს ყველაფერში საკუთარ ბედს. მან ვერაფერი შეძლო, ვერაფერი შექმნა, ვერაფერს ტოვებს, ის მხოლოდ ფიქრით ბნელეთისკენ არის წარგზავნილი და ყოველი მცდელობა მოჭრილია, რეალური ცხოვრებისგან სავალალოდ და შენახულია სამუდამოდ. ოდესმე, მას ეშველება თუ გამოანათა იმ დარჩენილი ვაჟკაცობის ანარეკლმა მასში და უხმო ხალხმა, რომ გახდეს საზოგადოების რჩეული, იქნეს მოწოდებული რაიმე სიმბოლოდ ქცეული მოძღვრებისათვის, თუნდაც ის ამისათვის სამარეში განისვენებდეს და ეს ხალხის ძახილი მას მიაჩნია თავისი უბედურებიდან ხსნის, მოტკბილული გზა. მისმა გონებამ ეს ყველაფერი შთანთქა წამიერად და წერტილი დაუსვა.
კომენტარები (0)