მიტოვებული

გიყვარდა, გიხაროდა, იცინოდი, უძლებდი.....
	მისით, აღსავსე იყავი საკუთარ შემოქმედებაში მასზე. ადნებოდი დღეებს, რომ შეგეძლო მომავალზე არ გეფიქრა ყოველთვის და ერთი დღით გეცხოვრა სამუდამოდ. ან გამონაკლისით მომავალზე, მის გარეშე აზრები ვერ გამომდინარეობდნენ. ის ხომ შენში იყო, ცხოვრობდა, გეალერსებოდა, ნახევარს გართმევდა, ზოგჯერ კი სრულიად თავს ვეღარ ცნობდი მასთან ერთად, თუ ვინ იყავი. იმდენად ამოფარებული იყავი მის ჩრდილს გრძნობა მორეული, რამდენადვეც გალიაში გამოკეტილი ფრინველი პატრონს. საარსებოდ შენ გჭირდებოდა ის, როგორც ყოველ ადამიანს მიზანი, რაღაცის მისაღწევად ან ტკივილის განსაქარვებლად მეგობარი უბედურებათა ჟამს, ვისი სიტყვებიც გულწრფელობისაგან დააკანონდება შენში, როგორც 10 მცნებას ქრისტიანულ რელიგიაში. მასთან ერთად ცუდი ამბების განდობაც არ არის იმდენად მტკინვეული, ზოგისთვის ის შვებაა გრძნობა სიყვარულის სახით, რომელიც ერთმანეთში მიედინება და შეხებისას ერწყმება. დიდია ამჟამინდელ ყველა ცხოვრებისეულ ტკივილზე და ქმნის ამ სამყაროში ორი ადამიანის სხვა ცხოვრებას. იქნებ ეს იგულისხმება სამოთხედ, სადაც ამბობენ ყველა გრძნობა გამქრალი არისო და მოთხოვნილება რასაც დოზებით შევსება ჭირდებაო. თურმე ესეთი მდგომარეობის მიცემა ადამიანისთვის ამ სამყაროშიც შეუძლია სიყვარულს გამოიწვიოს და დადგეს, ყველა ამქვეყნიურ სიამოვნებაზე მაღლა. ურთიერთ შეძენილი, მუდმივი ხელოვნების აღმოფხვრით, რასაც ვერც წლები და ვერც საუკუნეები გადააბიჯებენ, გარდა ერთისა.....
ვინც, პირველი დაარღვევს ამ მშვენიერების იდუმალებას და მოუნდება წასვლა. ამ სიკეთეს ამოფარებული გრძნობის მეორე მხარეს წარმოაჩენს და სიტყვას დაძრავს განშორებაზე. მარტოდ დარჩენილი, ვინც უნდა მოანდომოს მთელი მივიწყებული თუ წარმოშობილი ტკივილების ოკეანეში ჩაძირვა, რომლის ტალღებიც ყველა მხრიდან გირტყავს და გსურს მარტო დარჩენა, ფიქრობ თუ გაუძელბ ამ ყველაფერს. იკეტები საკუთარ თავში და უფრო მეტად ემსგავსები საზოგადოებაში გარიყულ ადამიანს. მან, ყველაფერი შენი კარგი წაიღო.
კომენტარები (0)