სიწყნარე

მშვენიერია მარტოდ ყოფნა ბუნების მიერ შექმნილ გარემოცვაში, სადაც ფიქრით შესაძლებელია დაიკარგო უგზო-უკვლოდ ერთხანს, თუ შენ ხარ მეოცნებე ან ფილოსოფოსი ის მახედაც იქცევა, გარეგანი პირობების პატარა ჩარჩოში შექმნილი ადამიანი ხდები, მაგრამ შენი შინაგანი სამყარო ამ ყოფას არ ემონება და ცდება უსასრულო აზრთა სხვაობით, საიდანაც გადმოჰყურებ ყველას, ვისაც კი ოდესმე იცნობდი ან გაიცნობდი მომავალში. შენ ცოტას მოგზაურობ, უფრო ამოგზაურებ სხვა ადამიანებს, იქმნი წარმოდგენებს თუ როგორ დაინახავდი მათ, იმ სიტუაციებში რაშიც თვითონვე იყავი ან გამბედაობამ გიმტყუნა რამის შესრულებისა და გსურს სხვას მიაწერო, როგორ მოიქცეოდა ან გაიგებდა ამ შენს პატარა თუ დიდ ამბავს. ფანტაზიებში შენს თავს გადახდენილი ისტორიები, ისევ ემოციებზე გაგდებს იმ მომენტებისა, სადაც უნდა გაგეკეთებინა არჩევანი, იქნებოდა ეს კარგი თუ ცუდი, წამიერად მოგისვრის გონება იქ და ერთხანს გაოცდები, რამდენად გიმორჩილებენ იმ დროინდელი ემოციები აწმყოშიც. შენ ეს უცაბედად სიამოვნებასაც განიჭებს, როდესაც უბრუნდები რეალობას და იაზრებ, ამ ყველაფრის უკვე გადახდენილ ეშხს, რომელმაც რაღაცა უკვე გასწავლა, მოგცა, მალე კი შენს მეხსიერებაში, მშვენიერ წარსულ მოგონებად გადაკეთდება. „რამდენადაც, ადამიანი თუ ახლით არ ცხოვრობს და წარსულ მოგონებებს ეჭიდება მუდამ, ის შინაგანად მკვდარია და გარეგანად აბსურდს ემსგავსება“
კომენტარები (0)