კომფორტი

ცხელი ზაფხული სასტიკია და მუდამ ესე იყო, მის მხურვალე სხივებში მოხვედრა არავის უოცნებია. ესეთ პერიოდში, ჩრდილი საუკეთესო მეგობარი გახლავთ და მის დამატყვევებელ სიგრილეს ვერაფერი შეედრება, თუ რომელიმე ხის ძირში, ჰამაკიც გაქვს და შიგ ჩაწოლილი ოდნავი შერხევით, ნიავის ცივი ფენები გეხება, ყოველი სხეულის კუნთი მომენტალურად დუნდება და მოუნელებელ სიამოვნებას განიჭებს. გინდება რომ ყოველი დღე მის მსგავსს შეერწყას და ვერაფერი წარმოგიდგენია მასზე უკეთესი. ჩრდილის გარშემო კი მზე იღწვის, რომ ვიღაცას მაინც ჩაეხუტოს მხურვალედ და დღის ენერგია გაუნახევროს ან სრულიად წაართვას. ის დაუნდობელია, ქართან ერთად ზოგ ქვეყნებში ბუნებასაც ებრძვის ხანძრით და ემუქრება ტყეში მობინადრე არსებებს, რომლებისთვისაც ბევრი შესაძლებლობები არ მიუციათ. მაგრამ შენ წევხარ ტკბილად, არც ფიქრობ ხშირად, მხოლოდ ხელი გაქვს გადმოყოფილი რამეს ჩასჭიდო და მცირედი ძალისხმევით, ნიავს უხმო გახშირებულად, რომელიც ესეოდენ მიმზიდველია და უწყინარი ერთი შეხედვით. ის ნერვული სისტემის წამალია, რომელიც გონებას თიშავს და მთქნარებას ახშირებს, გვიბიძგებს ძილისკენ რასაც ძნელია თავი დააღწიო. სმენა ქვეითდება, თითქოს გარშემო აღარაფერს აქვს ხმის გამომცემი ჰანგები და ყრუდ გადაქცეულნი ვეძლევით ბუნების კანონს.
კომენტარები (0)